განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

ინდირა განდი - "მთვარის ქვეყანა"


1966 წელს, როდესაც ის პირველად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად, მეტოქეებმა "სულელი თოჯინა" შეარქვეს. აღმოჩნდა, რომ მწარედ ცდებოდნენ. გოგონა სახელად "მთვარის ქვეყანა" (სწორედ ამას ნიშნავს მისი სახელი) 1917 წელს ინდოეთის ერთ მდიდარ და გავლენიან ოჯახში დაიბადა. როგორც ნამდვილ ინდოელ ქალს შეშვენის, ინდირამაც ოჯახი შექმნა და ორი ვაჟი გააჩინა. როგორც მისი მემატიანეები აღწერენ, ეს წლები ინდირას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ინდირა განდიმ ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ მამა და უმცროსი შვილი. ძნელია წარმოდგენა რა ხდებოდა მის გულში, თუმცა გარეგნულად მალევე დაიბრუნა ჩვეული შემართება. ძალიან მალე, ეს დაბალი ტანის, ნაადრევად ჭაღარით შევერცხლილი თმითა და სარიზე დამაგრებული ვარდისფერი ყვავილით, გამძლეობასა და სიბრძნესთან ასოცირდებოდა. თანამემამულეებმა მასში თვით შაქტის (გონიერების ქალღმერთის) განსახიერება დაინახეს. ინდირა განდი გახდა პირველი ქალი, ვისაც ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტა ანდეს.
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე ხასიათისა და ძალაუფლების მოყვარე ინდირა განდი პირველ რიგში მაინც ქალი იყო, რასაც მას საბედისწერო შეცდომად უთვლიან - 1984 წლის 31 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრამდეგანდი დიდხანს არჩევდა სამოსს და ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი დღე აღმოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ზაფრანისფერი კაბის შერჩევისას ინდირა განდიმ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მოიხსნა, ჩათვალა, რომ ცოტა ასუქებდა...

No comments:

Post a Comment