განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

"მწარე ენის" მოდური ქალი კოკო შანელი


კოკო შანელი

მოდა არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. მოდა ჰაერშია, ქარს მოაქვს. მას ინტუიციით ხვდებიან. ის არის ცაში და გზაზე.“


გაბრიელ ბონეერკოკოშანელი ფრანგი მოდის დიზაინერი იყო, რომლის მარტივმა, განსაკუთრებულმა სტილმა მსოფლიოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცია. დაიბადა 1883 წელს. 12 წლისას მშობლები გარდაეცვალა და ბავშთა სახლში წაიყვანეს. სწორედ აქ ისწავლა კერვა. როცა გაიზარდა მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო, ასვე მღეროდა კაბარეში. ტანსაცმლის კერვას იგი 1916 წელს შეუდგა და მაღაზიაც გახსნა. "თუ ქალი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ ულამაზოა, გამოდის რომ სულელი ყოფილა", - დარწმუნებით ამტკიცებდა დიდებული მადმუაზელი. გამხდარი ტანის, ხისტი ხასიათის, მახვილი გონებისა და "მწარე ენის" ქალმა თავდაყირა დააყენა მოდის მიმდევარი მსოფლიო. იგი ამბობდა, რომზედმეტად ბევრი მამაკაცია ამ ბიზნესში და მათ არ იციან, როგორ ჩააცვან ქალებს.“ კოკო შანელმა მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტების გამოყენებით ქალის ახალი და განსხვავებული სტილი შექმნა. უარყო კორსეტი, გადატვირთული კაბები, შემაწუხებელი ვარცხნილობა, პირველმა ჩაიცვა შარვალი, თმა მოკლედ შეიჭრა და შავი ფერი კლასიკად აქცია. შექმნა ლეგენდარული პარფიუმი Chanel No. 5. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც დიზაინერის სახელს ატარებდა და დღესაც, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადია. "პულოვერითა და ათი ასხმა მარგალიტით" კოკო შანელმა ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მოდაში. სხვათა შორის, მისი შთაგონების შესახებ ბევრს ჭორაობდნენ. ამბობდნენ, რომ კოკო შანელი გარდაცვლილი საყვარლის გამო დარდობდა, მაგრამ ძაძების ჩაცმა არ შეეძლო, რადგან მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო. თუმცა თაყვანისმცემლები კოკო შანელს არასდროს მოჰკლებია. მის გვერდით იყვნენ არისტოკრატები, მილიონერები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მაგრამ ცოლად არავის გაჰყოლია. ვესტმინსტერის ჰერცოგის წინადადებაზე, გამხდარიყო მისი ცხოვრების თანამგზავრი, მან ასეთი პასუხი გასცა: "ჰერცოგის ცოლი ბევრია, მადმუაზელი კი მხოლოდ ერთი".
მე არ ვქმნი მოდას, მოდა მე ვარ!“

No comments:

Post a Comment