განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

"რკინის ლედი" თუ "მოუსვენარი კუდიანი" მარგარეტ ტეტჩერი



არასდროს მძინავს დღე- ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი ცხოვრებაჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო”.
რას აღარ უწოდებდნენ, ზოგი "ნატოში ყველაზე ძლიერ კაცს ეძახდა", ზოგიც "მოუსვენარ კუდიანს". დილის ხუთი-ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე სამსახურში იყო. "არასდროს მძინავს დღეღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი ცხოვრება - ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო", - უთქვამს მარგარეტ ტეტჩერს. ცოტა სამკაული, ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი კოსტიუმები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ძალაუფლებით სავსე მზერა - სწორედ ასეთი დაამახსოვრდა მსოფლიოს "რკინის ლედი". 
1979 წელს, როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, შეძლო ქვეყანის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ბევრი ლანძღავდა, ბევრსაც სძულდა და ამის მიუხედავად, ხელისუფლების სადავეები მას XX საუკუნის ყველა პოლიტიკურ ლიდერზე მეტხანს ეჭირა. მაგრამ "რკინის ლედის" ერთი საიდუმლოც ჰქონდა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან თავის მემუარებში დაწერა: "ვერასდროს ვიქნებოდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 11 წლის განმავლობაში, რომ არა დენისი". მათ ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს. მართალია ზურგს უკან დენის ტეტჩერს ცოლის თვინიერას ეძახდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მას უყვარდა ცოლი და მხარში ედგა. ტეტჩერი 85 წლის არის და "რკინის ლედის" ჯანმრთელობასაც ჟანგი შეეპარა, მაგრამ საზოგადოებაში ისევ ჩვეული სიდარბაისლით და უნაკლოდ ჩნდება.

1 comment:

  1. "რკინის ლედის ჟანგი შეეპარა" like

    ReplyDelete