განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

დიზაინერების მუზა ოდრი


მხატვრულ ფილმ "საუზმე ტიფანისთან" წყალობით საიუველირო კომპანია Tiffany&Co- საყოველთაო აღაირება მოიპოვა. ოდრი ჰეპბერნმა მაყურებელი არა მხოლოდ თავისი ნიჭით, არამედ არისტოკრატული გარეგნობით, ქალურობითა და სილამაზით მოხიბლა. ცნობილი კუტურიე იუბერ დე ჟივანში, რომლისთვისაც ოდრი შემოქმედების მუზა იყო, ამბობდა, რომ ქვეყანაზე არ დადის გოგონა, რომელიც არ ნატრობდეს, ჰგავდეს ოდრის. თავად მსახიობი ქალი, რომლისთვისაც სამოსის შექმნა ნებისმიერი მოდელიორისთვის დიდ პატივად ითვლებოდა, ამბობდა, რომ ქალის სილამაზე სამოსში, აღნაგობასა და ვარცხნილობაში კი არ ვლინდება, არამედ თვალების ბრწყინვალებაში. "თვალები - გულის ჭიშკარია, სადაც სიყვარული ბინადრობს", - ამბობდა ოდრი. მას ხშირად ჯადოსნურ ელფს ადარებდნენ, თუმცა მისი ვიწრო წელი (ოდრის სიმაღლე 1,70 სანტიმეტრი იყო, წელის გარშემოწერილობა კი სულ რაღაც 50 სანტიმეტრი ჰქონდა) სულაც არ იყო მტანჯველი დიეტების დამსახურება. ომის დროს მან გამოიარა შიმშილი, დაბომბვა და თვეობით ცხოვრობდა დატბორილ, გაყინულ სარდაფში. გაჭირვებული ბავშვობა ოდრის არც მაშინ დავიწყებია, როცა დიდების ზენიტში მოექცა. ოდრი დაკავებული იყო ქველმოქმედებით და იუნისეფის ერთ-ერთ აქტიურ ელჩად მიიჩნეოდა. ოდრი ორჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ორივე ქორწინება უიღბლო გამოდგა. თუმცა იღბალმა ბოლომე მაინც არ აქცია ზურგი, ოდრის მესამედაც შეუყვარდა. მართალია, ის კაცი მისი ქმარი არ გამხდარა, მაგრამ წყვილმა სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.

No comments:

Post a Comment