განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

სუსტი სქესის ძლიერი მხარე...


ქალები, რომლებზეც გიამბობთ სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარმოაჩინეს თავი. ისინი სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენლები არიან და არაფრით გვანან ერთმანეთს. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიბადნენ, განსახვავებულ სფეროებში გამოიჩინეს თავი, სტატუსითა და გარეგნობითაც ვერ მიამსგავსებთ ერთმანეთს. ამ ქალებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ, მათ შეძლეს და თავიანთი საქმიანობით მსოფლიო შეცვალეს!

"გულების დედოფალი"


ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც" უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი ყველგან უყვარდათ. მისი ცხოვრება ზღაპარივით აეწყო - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა. მათი ქორწილი ბრიტანული დღესასწაულის ფარგლებს გაცდა, რადგან ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნებში ტელეეკრანიდან 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამბობენ, რომ დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ესაუბრა, როგორც თანასწორთან, ყველა რასისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან. მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ-ერთი უკანასკნელი მისიის დროს, მან შემოიარა ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგები და მოუწოდებდა მსოფლიოს უარი ეთქვა ამ იარაღის გამოყენებაზე
პრინც ჩარლზს დაიანამ სამეფო გვირგვინის ორი მემკვიდრე, უილიამი და ჰარი გაუჩინა, მაგრამ ქორწინებაში უიღბლო გამოდგა. ჩარლზმა კამილა პარკერის დავიწყება ვერ შეძლო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა. დაიანა დეპრესიაში იყო და ბულიმიაც კი აწუხებდა... ჩარლზთან დაშორების შემდეგ ლედი დაიანას ცხოვრებაში არაბი მილიონერის, მუხამედ ალ-ფაიედის შვილი დოდი ალ-ფაიედი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა, 36 წლის დაიანას სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა გახდა, რომლის მიზეზები დღემდე ამოუხსნელია.


 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%9D

უიღბლო ნორმა და იღბლიანი მერლინი



ის ამერიკის სექსიმბოლო იყო და მასზე მილიონობით მამაკაცი ოცნებობდა. ქერა კულულები, მომაჯადოებელი ღიმილი, პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი - თავად სრულყოფილება გახლდათ. ბევრი ფიქრობს, რომ მერლინ მონრო მაშინ გაჩნდა, როცა ნორმა ჯინმა თმა ოქროსფრად შეიღება. სინამდვილეში კი ნორმას ბევრი რამის შეცვლა დასჭირდა, რომ ლეგენდარულ მერლინად ქცეულიყო. 
ბავშვობაში, რომელიც მერლინ მონრომ სიღარიბეში გაატარა, მეტსახელად თაგუნას ეძახდნენ. ჩუმ გოგონას, კარტოფილივით ცხვირითა და ურჩი თმით, ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა, ამიტომ თავს სიტყვა მისცა, რომ მასზე მსოფლიო ილაპარაკებდა. ცხვირის, ლოყების, ნიკაპისა და თეძოების სრულყოფა პლასტიკური ქირურგის სკალპელის წყალობით შეძლო, ხოლო გაუბედაობა და კომპლექსები მერლინმა უიღბლო ნორმას დაუტოვა. მონდომებამ დიდებაც მოუტანა და სიმდიდრეც, მაგრამ ბედნიერება მაინც ვერ ჰპოვა. მდიდრულმა გარეგნობამ მასზე ბოროტად იხუმრა, რადგან ფილმებში მხოლოდ თავქარიანი ლამაზმანების როლებს სთავაზობდნენ. კომედიური ჟანრის ფილმებთან ერთად, მის ბიოგრაფიაში მრავლად იყო უიღბლო ქროწინებები და კარიერას შეწირული, ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობები. პლანეტის ყველაზე სასურველი ქალი ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა, მარტოსული და უბედური წავიდა.

ბუნტისთავი მადონა



ის შეიძლება გიყვარდეს ან გძულდეს, მაგრამ იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, მის მიმართ გულგრილი იყოს. პოპდედოფალი, ბუნტისთავი, ვეგეტარიანელი,material girl, კაბალის თაყვანისმცემელი - ეს მცირედი ჩამონათვალია იმისა, რაც მადონას დასახასიათებლად გამოდგება. 
ის მდიდარია: ახალმა ალბომმა Hard Candy- და მსოფლიო ტურნე Sticky&Sweet-მა, რომელიც 2008 წლის ყველაზე წარმატებულ ტურნედ აღიარეს, მადონას 242 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა. 
ის თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ქალია: გაი რიჩისთან შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ, ქმარს შვილებზე მეურვეობის უფლება წაართვა და 22 წლის ბრაზილიელთან გააბა რომანი. პირველი შვილი მადონამ პირადი მწვრთნელისგან გააჩინა, ნაბოლარა კი აფრიკაში იშვილა. 
ასაკი მას ვერაფერს აკლებს: 50 წლის მადონა, თავის ბრაზილიელ საყვარელთან ერთად თამამ ფოტოსესიაში გადაიღეს, მონაწილეობს კომპანია Lous Vuittos პროვოკაციულ რეკლამაში. საოცარია, მაგრამ ის ახერხებს დაწეროს საბავშვო ზღაპრებიც და თამამი ფოტოებით დამშვენებული წიგნი "სექსი" გამოსცეს. 
მადონა ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ორაგანიზაციას მალაველი ბავშვების დასახმარებლად, სცენაზე ჩნდება სვაროვსკის თვლებით დამშვენებული უზარმაზარი ჯვარცმის ფონზე, რამაც ვატიკანის უკმაყოფილება გამოიწვია. მადონა ცნობილია, როგორც სკანდალური ქალი და ისიც ენერგიასა და ძალისხმევას არ იშურებს პუბლიკის შოკში ჩაასაგდებას.