განწობისთვის!

Wednesday, June 6, 2012

ფემინიზმი

ფემინიზმი არის მოძრაობა ქალთა უფლებების დასაცავად. იგი სათავეს იღებს 1920-იანი წლებიდან (თუმცაღა ფემინისტური იდეები შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც არსებობდა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ საზოგადოება საკმაოდ უარყოფითად იყო განწყობილი მათ მიმართ) და მისი პირველი ტალღა ქალთა საარჩევნო უფლებებისკენ იყო მიმართული. მას შემდეგ ფემინიზმის შიგნით არაერთი მიმართულება აღმოცენდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი (მიმართულებები) ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, მათ აერთიანებთ მამაკაცების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დომინირების წინააღმდეგ ბრძოლა. ფემინიზმი იბრძვის ისეთი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, სადაც არ იქნება ქალთა მარგინალიზაცია და ქალები მამაკაცებთან თანაბარ როლს დაიკავებენ.
ფემინიზმის ყველაზე ადრეული ფორმა “ლიბერალური ფემინიზმის” სახელით არიც ცნობილი. რომლის თანახმადაც აუცილებელია დისკრიმინაციის პრობლემებზე ხალხის ცნობიერების ამაღლება და სამართლიანი საზოგადოების შექმნა, სადაც ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ (მათ შორის ხმის მიცემა საყოველთაო არჩევნებში).
”ლიბერალური ფემინიზმისაგან” განსხვავებულია “რადიკალური ფემინიზმი”, რომელიც პატრიარქალურ საზოგადოების ამოსავალს წარმოადგენს. რადიკალური ფემინიზმი მამაკაცის ძალაუფლებას ისტორიულ მუდმივობად მიიჩნევს. ფემინიზმის ეს მიმართულება მოწოდებულია პრობლემის ფესვიდან აღმოფხვრისაკენ, ანუ მოითხოვს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული ძალთა ბალანსის გადასინჯვას და რადიკალური სოციალური ცვლილებისკენ არის ორიენტირებული. ვრცლად

No comments:

Post a Comment