განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

დღიურები...



ანა ფრანკის დღიურები მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. ეს არის 13 წლის ებრაელი გოგონას მოგონებები, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში, თავის ოჯახთან ერთად ამსტერდამში, სამალავში აფარებდა თავს. დღიურიდან ვიგებთ, რომ ისინი გაუსაძლის პირობებში, ნესტიან, ბინძურ სარდაფში იმყოფებოდნენ, სადაც ვირთხები ბევრად კარგად გრძნობდნენ თავს. ანას და დაავადდა და გარდაიცვალა, 2 დღის შემდეგ თვითონაც მის გზას გაყვა. მამის, ოტოს გარდა ყველა დაიღუპა. ომის შემდეგ ოტო დაბრუნდა სამალავში, მოძებნა დღიური და გადაწყვიტა გამოექვეყნებინა. ასეც მოხდა, 1947 წელსანა ფრანკის დღიურებიფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და მალევე მსოფლიო ბესთსელერად იქცა. მისი წიგნი სიმბოლოა უდანაშაულოდ ტანჯული ადამიანებისა და ფარდას ხდის ფაშიზმის სისაზარლეს.
ყველაფრის მიუხედავად, მე მჯერა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები არიან..“წერდა ანა ფრანკი.

No comments:

Post a Comment