განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

სიცოცხლეშივე წმინდანი


დედა ტერეზა

ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.“


მას მთელი მსოფლიო დედა ტერეზას სახელით იცნობს, ნამდვილი სახელია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. ალბანელი მემწვანილის ოჯახში დაბადებულ დედა ტერეზას სიცოცხლეშივე უწოდეს წმინდანი, მაგრამ თვითონ ამბობდა, რომ მხოლოდ "ფანქარი იყო ღმერთის ხელში". 18 წლისა მშობლების სახლიდან წამოვიდა და მონაზვნად აღიკვეცა მისიონერულ ორდენ "ლორეტის დებში", რათა სიცოცხლე გაჭირვებულთა დახმარებისთვის მიეძღვნა. 36 წლის იყო, როცა მოწყალების საზოგადოება შექმნა, რომელიც ღატაკებისა და გაჭირვებულთათვის სკოლების, თავშესაფრების და საავადმყოფოების დაარსებით იყო დაკავებული. მისი სახე სიკეთის, იმედისა და მოწყალების სიმბოლოდ იქცა. ის ყველა "ცხელი წერტილის" სტუმარი იყო და სისხლისმღვრელი ომის შეჩერებას ცდილობდა. 87 წლის მომაკვდავი დედა ტერეზასთვის უკითხავთ: “ოდესმე დღესასწაულზე ან უქმეებზე თუ დაგისვენიათო”. რაზეც მას უთქვამს: “ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულიაო!”

No comments:

Post a Comment