განწობისთვის!

Wednesday, April 18, 2012

ჟანა დ’არკი



ორლეანელი ქალწული 1412 წელს დაიბადა სოფელ დომრემში. იგი საფრანგეთის სახალხო გმირი გახლავთ, რომელიც ინგლისელთა წინააღმდეგ ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა. ჯანას ფანატიკურად მორწმუნე ადამიანადაც მოიხსენიებენ, რომელსაც პატარაობიდანვე სჯეროდა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულება საფრაგეთის ხსნა იყო. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს. 1 წლის შემდეგ მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟან არკი გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. მალე მან რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ინგლისელების მიერ დაპყრობილი ქალაქების გათავისუფლება მოახერხა. 1431 წელს მოღალატეების გამო მისი შეპყრობა მოხეხდა, რის შემდეგაც დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. ჟან არკიჯადოქრადცნეს და ქალაქ რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 1920 წელს თავდადებული, მებრძოლი ქალი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
ჟანა არკმა თავისი მოკლე, 19 წლის ცხოვრების მუხედავად შესანიშნავ წარმატებას მიაღწია. თავისი ერთგულების, სიმამაცის, გამძლეობის, სიჭკვიანის, გამჭრიახობის შედეგად შეძლო და საფრანგეთის ისტორია შეცვალა.

No comments:

Post a Comment